Wednesday, December 4, 2013

აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება

                                                                     
1.პროექტის სახელწოდება-,, აკაკი წერეთელის ცხოვრება და შემოქმედება“
2.პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის,აკაკი წერეთლის შემოქმედებას.იძიებენ ბიოგრაფიულ ცნობებს მის შესახებ ასევე იკვლევენ აკაკის ლიტერატურულ მემკვიდრეობას(ლექსებს,მოთხრობებს,პოემებს).
3.პროექტის აქტუალობა- პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.იკვლევენ მისი ნაწარმოებების თავისებურებებს,აგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას.მოსწავლეები ეჩვევიან კვლევით პროექტზე მუშაობას,გარდა ამისა,იმდიდრებენ ცოდნას.
4.პროექტის მიზანი- ამ პროექტის მიზანია,რომ მოსწავლეები მიეჩვიონ კვლევითი სახის მუშაობას,ინფორმაციების დამოუკიდებლად მოძიებას,პროექტისათვის აუცილებელი ფოტო და ვიდეომასალის შეგროვებას.გარდა ამისა,ბავშვები უკეთ ეცნობიან უდიდესი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის,აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. კვლევის ფარგლებში, მოეწყობა ექსკურსია აკაკის მშობლიურ კუთხეში.იმდიდრებენ ცოდნას და იფართოებენ ლიტერატურულ თვალსაწიერს.
5.მონაწილეთა ასაკი- მეოთხე და მეხუთე კლასები.
6.ვადები/ხანგრძლივობა- 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- ფოტოალბომი,ჩანახატები აკაკის შესახებ,ფოტოებისა და ნახატების გამოფენა,პროექტის ვებ-გვერდის შექმნა,კედლის გაზეთების გაკეთება,პრეზენტაციები Power Point-ში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები- კომპიუტერი,პროექტორი,კვლევები აკაკი წერეთლის შესახებ,მწერლის ნაშრომები,ფოტოაპარატი,ტრანსპორტი,თაბახის ფურცლები,ფორმატები,ფერადი ფანქრები,კალმები,წებო,ფერადი ქაღალდები,ტრანსპორტი.
9.პროექტის მსვლელობა- 1.პროექტის იდეის გაცნობა. 2.ჯგუფების დაკომპლექტება და დავალებების მიცემა. 3.მასალების მოძიება ინტერნეტისა და წიგნების დახმარებით. 4.აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის დეტალური შესწავლა(შემოქმედება და ცხოვრება). 5.ლიტარეტურული თავისებურებების კვლევა-მწერლის ენა და ნაწარმოებებსი სტილი. 6.პროზის,პოეზიისა და პოემების საფუძვლიანი კვლევა(ძირითადი თემატიკის განსაზღვრა,შინაარსი და მთავარი იდეა). 7.კეთდება კედლის გაზეთი უკვე მოძიებული ინფორმაციების გამოყენებით. 8.ეწყობა ექსკურსია აკაკის მშობლიურ კუთხეში,ადგილზე ხდება ფოტო და ვიდეომასალის შექმნა. 9.ეწყობა პრეზენტაცია კომპიუტერუს გამოყენებით,სადაც ნაჩვენები იქნება ექსკურსიის შედეგად მოპოვებული მასალა. 10. იქმნება პროექტის ბლოგი და მუშაობის პარალელურად,ეტაპობრივად განთავსდება მასალები. 11.მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი- ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა,ხელოვნება,უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციების მოწყობა,Hyperlinkebi-ის შექმნა,სლაიდების მომზადება,ბლოგის შექმნა).
11.პროექტის ხელმძღვანელი- ნათია ჩაჩანიძე.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natiachachanidze140@gmail.com
13.პროექტის ბლოგი:  natiachachanidze140.blogspot.com



No comments:

Post a Comment